ზუგდიდში ქალის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში, გურამიშვილის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურთან, შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. გვამი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.