აქციის დროს დაკავებული “ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

მოსამართლის გადაწყვეტილებით, თამარ მეფის გამზირის გადაკეტვის გამო დაკავებულ ორ პირს სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
სამართალდამცველებმა დღეს, ”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი პირი თამარ მეფის გამზირის გადაკეტვის დროს დააკავეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე ადმინისტრაციული წესით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები