გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა, რომელიც ამავდროულად, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის განსახილველ საკითხთა ნუსხაში შედიოდა, როგორც ეუთოს დღის წესრიგი, ასევე საქართველო ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.
ყურადღება გამახვილდა ასევე, უსაფრთხოების პრობლემებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, ასევე, ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
პრეზიდენტის საგარო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრისას განიხილეს ის საკითხები, თუ რა უნდა გაკეთდეს, საქართველოს პრეზიდენტის ხედვით, ეუთოს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიულოცა.
შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები