სოფიო დეკანოზიშვილი: შენობაში მოვაჭრეები არ შეუშვეს მხოლოდ მათივე უსაფრთხოების მიზნით

სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” დირექტორმა და იურისტმა დამწვარ შენობაში მოვაჭრეების შეუშვებლობის მიზეზი „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ახსნეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა და იურისტმა განმარტეს, შენობა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია და იქ ადამიანების შეშვება მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
მათივე ინფორმაციით, დამწვარია შენობის თითქმის 100%. „აჟიოტაჟი იმასთან დაკავშიორებით, რომ მოვაჭრეებს დამწვარ შენობაში არ უშვებენ, საფუძველს მოკლებულია, რადგან შენობის თითქმის 100% დამწვარია და იქ ადამიანების გადაადგილება დაუშვებელია. მოვაჭრეებს არ ვუშვებთ მათივე უსაფრთხოების მიზნით“, – განაცხადა სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს” იურისტმა, სოფიო დეკანოზიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები