ბაზარზე ახალი ქართული ღვინო „სირი“ გამოვა

„Siri (სირი) – ახალი ქართული ღვინო“ – ამ სახელწოდებით კომპანია „სევერნი ალიანსი“ (ჩრდილოეთ ალიანსი), რომელიც ალკოჰოლის რეალიზაციით არის დაკავებული, ქართული ღვინოს გამოუშვებს. კომპანია ღვინოს მოსკოვის ბაზარზე გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “მოსკვა” „სევერნი ალიანსი“-ს გენერალურ დირექტორზე ევგენი კომისაროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ვაპირებთ ალკოჰოლური ხაზის – „Siri (სირი)- ახალი ქართული ღვინო“-ს წარმოებაში ჩაშვებას. ქართულად რომ გადავთარგმნოთ, სირი ნიშნავს ბეღურას (Siri – ე.წ. ციური პერსონალური დამხმარე, რომელიც  iOS-ს შემადგენლობაში შედის). ქართული ღვინის ხაზები ძალიან ტრადიციული და ერთფეროვანია, ამიტომ ჩვენ იდეა გაგვიჩნდა, რომ გავაკეთოთ ახალი თანამედროვე მიმართულება“, – აცხადებს ევგენი კომისაროვი.
მისი თქმით, კომპანიამ უკვე მიმართა „როსპატენტს“ სავაჭრო ნიშანი „Siri (Сири)“-ს რეგისტრაციისთვის, რომელიც ლათინური და კირილიცათი იქნება დაწერილი. ახალი ღვინის მიწოდებაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსეთის დედაქალაქის სავაჭრო ქსელებთან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები