კესო ჩხიკვაძე: სეოკ-ის წესდების ყოველი მუხლი ბუნდოვანია და აჩვენებს, რომ შესაძლოა სადაო გახდეს

ორგანიზაციის “სოციალური დიალოგი სპორტში” დამფუძნებელი და პრეზიდენტი კესო ჩხიკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წესდება შესაცვლელია.
“წესდება და კანონი არის ცოცხალი ორგანიზმი, ის აჩვენებს რომ ვითარდება. მე გავეცანი ოლიმპიური კომიტეტის წესდებას და შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ ოლიმპიური კომიტეტის წესდება არ სუნთქავს, არ აჩვენებს, რომ ვითარდება. წესდების ყოველი მუხლი ბუნდოვანია და აჩვენებს, რომ შესაძლოა სადაო გახდეს. ნებისმიერ მხარეს აძლევს დავის დაწყების საშუალებას. შესაძლებელია წესდება ბევრად უფრო კონკრეტული და გამართული იყოს, ეს არ არის რთული პროცესი. ოლიმპიური კომიტეტის წესდება აბსოლუტურად არ უზრუნველყოფს სწორ საარჩევნო სისტემას და მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს”,- განაცხადა კესო ჩხიკვაძემ.
ოლიმპიური კომიტეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას, ორგანიზაციის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე წესდება უნდა შეიცვალოს, რათა მომავალშიც არ შეიქმნას მსგავსი სახის პრობლემები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები