კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

ტემპერატურის ძლიერი ვარდნის გამო, ისნის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე, მოედნის მიმდებარედ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1000 მმ-იანი ფოლადის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი დაზიანდა.
„ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ბრიგადა და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანების ადგილზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, ქინძმარაულის მეორე შესახვევში და ჯავახეთის ქუჩაზე, სპეციალური ბრიგადები ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებენ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომავალში წყლის შეზღუდვის არეალს.
აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 1-ელ თებერვალს 18:15 საათიდან, 2 თებერვლის, დილის, 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ისნის რაიონში:
ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელის ქუჩებს და შესახვევებს; ქინძმარაულის II შესახვევს; სამრეწველოს დასახლების I და II ქუჩებს; ციხისძირის, ნარგიზის, თეთრი წყაროს, დიდგორის, დოდაშვილის, მანავის, ბოლნისის, წულუკიძის და მიმდებარე ქუჩებს;
სამგორის რაიონში:
მოსკოვის გამზირს; ნაკადულის, ოცხელების და იუნკერების ქუჩებს;
დამატებით ინფორმაციას კომპანია Facebook Live-ის საშუალებით შეგატყობინებთ.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები