ნანა ბუთხუზი თეირანში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს

საქართველოს მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ნანა ბუთხუზი თეირანში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს. ამ ინფორმაციას მსახიობი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
თეირანში 35-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობდა, რომელშიც მუსიკისა და დრამის თეატრი მონაწილეობდა ორი სპექტაკლით: „ფსიქოზი 4.48“ (რეჟისორი მაკა ნაცვლიშვილი) და „ფსკერზე“ (რეჟისორი დავით დოიაშვილი).
მსახიობი ნანა ბუთხუზი სპექტაკლში „ფსკერზე“ შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები