როკო ირემაშვილის გამოფენა – ,,ფატალური საფრთხეები” გაიხსნება

 3 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში როკო ირემაშვილის ნამუშევრების გამოფენა ,,ფატალური საფრთხეები” გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმში განუცხადეს, მულტიმედიური პროექტის ,,სასიცოცხლო საფრთხეები“ კონცეფცია ასახავს საფრთხეებს, რომელებიც ადამიანს დაბადებამდე და სიცოცხლეშიც უქმნის რისკებს. ეს პროცესი გრძელდება მისი ზრდის, განვითარების, ჩამოყალიბებისა და ხანდაზმულობის დროს. აღზრდის მეთოდები, ყალბი ფასეულობები, სტერეოტიპები – ეს ის ფატალური საფრთხეებია, რომელიც, ავტორის ხედვით, ინდივიდს ავიწროებს.
როკო ირემაშვილი თანამედროვე მხატვარია. ის იყო აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. არის მრავალი პროექტის ავტორი; მონაწილეობს ჯგუფურ პროექტებში და ქმნის ინდივიდუალურ გამოფენებსაც. მისი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.
გამოფენა ,,ფატალური საფრთხეები”  14 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ.8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები