საქართველოში 5 თებერვლამდე ცივი ამინდი იქნება და ითოვებს

5 თებერვლამდე, საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს და ხვალ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდი იქნება და ითოვებს. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია, ქარბუქი.
დედაქალაქში დღის განმავლობაში, ითოვებს.
2 თებერვალს პერიოდულად იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საქართველოს დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +4 გრადუსი იქნება.
3 თებერვალს, დილიდან, შედარებით გამოიდარებს. უმეტესად, უნალექო ამინდი 4 თებერვალსაც შენარჩუნდება. ღამის საათებში კი კვლავ ყინვაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერი +10, +12 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა +5 , +7 გრადუსამდე მოიმატებს.
5 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში კვლავ ნალექია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები