ბექა ნაცვლიშვილი: საჭიროა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდეს განსხვავებული იდეების მქონე პარტიები

“სანამ პარტიები არ ჩამოყალიბდებიან, პარტიების სწრაფვა, მოხვდნენ პარლამენტში უმიზნო იქნება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილი ბლოკების გაუქმების ინიციატივას დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განსხვავებული პარტიები უნდა შეიქმნას.
„ჩვენ რომ პარტიების ლანდშაფტებს გადავხედოთ, დავინახავთ, რომ მათ არ გააჩნიათ მკაფიოდ გამოკვეთილი, განსხვავებული პოზიციები. პარლამენტში მოხვედრა არ უნდა იყოს თვითმიზანი, აქ პოლიტიკოსები უნდა აყენებდნენ განსხვავებულ იდეებს, ამიტომ საჭიროა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდეს განსხვავებული იდეების მქონე პარტიები. დღეის მდგომარეობით პარტიები გაერთიანებულნი არიან მხოლოდ ერთი ლიდერის მოსაზრების გარშემო“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები