საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს ხვალ უყრიან კენჭს
ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს ხვალ უყრის.
შესაბამისად, მიიღებს თუ არა ქვეყანა უვიზო მიმოსვლის ნებართვას შენგენის ზონაში, 2 თებერვალს გაირკვევა.
12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.