ბექა ნაცვლიშვილი: ახალი გადასახადების შემოღება და ადამიანის სოციალური უფლებების გამკაფიოება არის ძირითადი ინიციატივები, რომლებზეც ვმუშაობთ

“კონსტიტუციაში გამოკვეთილად არ წერია საცხოვრისი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს და გატარდეს ჯანსაღი საბინაო პოლიტიკა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნაცვლიშვილმა ყურადღება იმ ორ ძირითად ინიციატივაზე გაამახვილა, რომელიც კონსტიტუციაში იქნება გაწერილი და დღემდე ბუნდოვანი იყო. პარლამენტის წევრი აქცენტს მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროგრამებზე აკეთებს.
„ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც დაკარგა ბინა და დარჩა საცხოვრისის გარეშე, ისნის რაიონში ეს პრობლემა დგას საკმაოდ მწვავედ და ამ რაიონში ბევრი ადამიანისთვის არ არსებობს ღირსეული საცხოვრებელი გარემო, ამიტომ საბინაო პოლიტიკას უნდა მიექცეს ყურადღება, როცა ეს კონსტიტუციით იქნება გაწერილი, ნებისმიერი მთავრობა გახდება ვალდებული, ამ მიმართულებით ღონისძიებები გაატაროს. არის ორი ძირითადი ინიციატივა, რაზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს, ესენია ახალი გადასახადების შემოღება და ადამიანის სოციალური უფლებების გამკაფიოება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბევრი ოჯახისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნა კვლავ პრობლემაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები