ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია – „იბსენი და ვაჟა” გაიმართება

2 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბი: კარიერული წინსვლის აკადემია, ACD პროექტის – “ACD 1 წლისაა”  ფარგლებში, უამრავ საინტერესო ლექციას ატარებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მეოთხე მომხსენებელი ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი იქნება, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას – “იბსენი და ვაჟა”.
ლექცია საკონფერენციო დარბაზში – G106  გაიმართება.
მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა (ვაკის პარკის წინ, ილიაუნის E კორპუსთან ახლოს).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები