ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ცეცხლის პატარა კერები კვლავ რჩება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ჯერჯერობით არ დასრულებულა. მისი თქმით, გარკვეული კერების დაქრობითი სამუშაოები გარედან ხორციელდება. ქაწაშვილი აცხადებს, რომ მიმდებარე შენობებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
„შიდა მონაკვეთებში ალაგ-ალაგ არის კერები, რომლის დაქრობაც ეტაპობრივად მიმდინარეობს. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი შენობის მასშტაბით ჯერ კიდევ აკრძალული გვაქვს მეხანძრე-მაშველების შესვლა, პატარა კერები კვლავაც რჩება, თუმცა გარშემო შენობებზე გავრცელების საშიშროება ნამდვილად არ არსებობს“, -განაცხადა ქაწაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები