ირაკლი ლექვინაძე: მთლიანობაში, ხანძარი ლოკალიზებულია, არანაირი საფრთხე, რომ ხანძარი შენობას გასცდეს, არ არსებობს

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, “ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა შენობაში ცეცხლის ცალკეული კერები დარჩა, რომლის გავრცელების საფრთხეც არ არსებობს.
„ძლიერი ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პერიოდულად ხდება შიდა კერების არსებობა. მთლიანობაში, ხანძარი ლოკალიზებულია. არანაირი საფრთხე, რომ ხანძარი შენობას გასცდეს, არ არსებობს.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შენობის შიგნით ვერ ხერხდება მეხანძრეების შესვლა, შიგნით რომ იყოს შესაძლებელი ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, შენობის შიგნით შესვლა რომ იყოს შესაძლებელი, აალების კერები ბოლომდე ლიკვიდირებული იქნებოდა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები