ტიბაანის კულტურის სახლში ხანძარია
კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის კულტურის სახლში ხანძარია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შენობას ცეცხლი სახურავიდან გაუჩნდა და მთლიან შენობას მოედო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და კახეთის რამდენიმე რაიონის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
კულტურის სახლი 20 წელია არ ფუნქციონირებს. შენობის ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად დაზიანებულია.