თელავში 57 წლის მამაკაცს ეძებენ

სამართალდამცველები თელავში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. 57 წლის დავით ხოკერაშვილი სახლიდან ხუთი დღის წინ გავიდა. ის ცივის მთის მიმართულებით საქონლის საძებნელად წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.  სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავებთან ერთად, ადგილობრივებიც არიან ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები