უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი ვერ შესრულდა

 უამინდობის გამო ავიაკომპანია „ვიზეარმა“ მილანის მიმართულებით რეისი ვერ შეასრულა.„ვიზეარის“ თვითმფრინავი მილანის მიმართულებით დილის 06:00 საათზე უნდა გაფრენილიყო. მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს ქუთაისის აეროპორტი და ვერც პრობლემის მოგვარებას ჰპირდება მგზავრებს.
ერთადერთი რაც მათ შესთავაზეს მომდევნო რეისამდე, რომელიც ხვალ დღის 03:00-ზეა ჩანიშნული, სასტუმროში დროებით განთავსებაა. უკვე მეორე დღეა შეფერხებით მუშაობს ბათუმის აეროპორტიც, უამინდობის გამო რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები