საპოლიციო კონტროლის დროს სისხლის სამართლის 57 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 883 ფაქტი გამოვლინდა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, “პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის” შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
2017 წლის 26-27 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 57 დანაშაული, მათ შორის:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) – 9 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-გატანის (სსკ-ის 262-ე მუხლი) – 1 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ის 187-ე მუხლი) – 2 ფაქტი; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ის 353-ე მუხლი) – 3 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლი) – 3 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) – 5 ფაქტი; ხულიგნობის (სსკ-ის 239-ე მუხლი) – 1 ფაქტი; პოლიციამ 2 ძებნილი დააკავა. დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 883 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) – 28 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) – 9 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) – 21 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 173-ე და 166-ე მუხლები) – 13 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181-პრიმა მუხლი) – 21 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 1 რევოლვერი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 3 ხელყუმბარა, 1 დეტონატორი, 300 გრამი ტროტილი და 122 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

ასევე, ამოღებულია: 3 შეკვრა ჰეროინი, 1 შეკვრა „ბიო“, 100 აბი „გერალგინი“, 1 შეკვრა ამფეტამინი; 1 შეკვრა „მდმა“ და სხვა. საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 16, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები