ნატოს 2017 წლის სამიტზე საქართველოს შეხვედრა პარტნიორებთან არ იგეგმება

საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოებისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ნატოს 2017 წლის სამიტზე საქართველოს შეხვედრა პარტნიორებთან არ იგეგმება.
“ყველგან, სადაც ნატო ატარებს სამიტებს, სადაც წარმოდგენილი არიან პარტნიორი და ასპირანტი ქვეყნები, ბუნებრივია იქ საქართველოც ყოფილა წარმოდგენილი და ასევე იქნება მომავალშიც, თუმცა ამ სამიტზე, რომელიც გაიმართება 2017 წელს არსებული ინფორმაციით არ იგეგმება, პარტნიორებთან რაიმე შეხვედრა. ჩვენი ამოცანა არის გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოებისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, 2017 წელი იქნება უფრო დინამიური საქართველო-ნატოს ურთიერთობის მხრივ, იანვარში უკვე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და 2017 წლის გაზაფხულზე დაგეგმილია საქართველოში გაიმართოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია.
ნატო-საქართველოს ურთიერთობას საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა, როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს. ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში აღსანიშნავია 2002 წელს პრაღაში გამართული ნატო-ს სამიტი, სადაც საქართველომ პირველად გააჟღერა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები