მეცნიერები – ზედმეტად დაბრაწულმა პურმა და კარტოფილმა შეიძლება სიმსივნე გამოიწვიოს 

დიდი ბრიტანეთის საკვების სტანდარტის სააგენტოს ექსპერტები აცხადებენ, რომ კარტოფილის და პურის შეწვა შეიძლება ოქროსფერი, და არა ყავისფერი ქერქის გაჩენამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთიერება აკრილამიდი ჩნდება, რომელიც კიბოს იწვევს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აკრილამიდი ჩნდება იმ დროს, როდესაც სახამებლიანი პროდუქტები ტაფაზე ან გრილზე დიდი ხნის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე იწვება.
გარდა ამისა, აკრილამიდს თამბაქოს ბოლი შეიცავს, ამიტომ მწეველები სამჯერ – ოთხჯერ მეტ აკრილამიდს მოიხმარენ, ვიდრე არამწეველები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები