გოგა ხაინდრავა: გიგი უგულავა „მილიონების დატაცებაში” კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ამხილა

„გიგი უგულავას 102 მილიონი დოლარი მართლა ჰქონდა გაფლანგული“ – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ „ალიასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ხაინდრავა ამავე ინტერვიუში, აღნიშნავს რომ გიგი უგულავა „მილიონების დატაცებაში” მაშინდელმა კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ზურაბ სოსელიამ ამხილა.
„გიგი უგულავას 102 მილიონი დოლარი მართლა გაფლანგული ჰქონდა ჯერ კიდევ ჩემი სახელმწიფო მინისტრობის დროს. როდესაც კონტროლის პალატის თავმჯდომარემ – სოსელიამ დადო დოკუმენტები და უგულავა მილონების დატაცებაში ამხილა, მაშინ კახა ლომაიაც მთავარი დამფინანსებელი იყო „ნაციონალური მოძრაობისა”, ყველამ ვიცით, როგორ გააქრო მან 40 მილიონი დოლარი განათლების სამინისტროდან. რატომღაც ამ ყველაფერმა ისე ჩაიარა, ვითომაც არაფერი!” – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები