დონალდ ტრამპმა ბინიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში თებერვალში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში თებერვალში შესახვედრად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ მიიწვია. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ეს გადაწყვეტილება ტრამპის და ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის დროს მიიღეს. ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმება, პალესტინის სამშვიდობო პროცესი და სხვა საკითხებიც განიხილეს.
თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის უსაფრთხოებას მხარს უჭერს.
ცნობისთვის, ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ის აშშ-ს საელჩოს ისრაელში თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს.
როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, აშშ-ის ხელისუფლება „ამ საკითხზე მოლაპარაკების ადრეულ სტადიაზე იმყოფება“.

871566_20161109201509 (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები