როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოს მასშტაბით 25 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი თქმით, 25 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი მთაში და მაღალ მთაში მოთოვს.
24-25 იანვრის ღამეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყინვა გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში -2, აღმოსავლეთის ბარში -2 -7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ყინვა გაძლიერდება მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც.
ზოგიერთ რაიონში ქარი ამ ღამითაც შენარჩუნდება.
25 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები