“სულიერი ფერისცვალება აუცილებელია ჩვენი ცხოვრებისთვის”

 სინანული არის დასაბამი ყოველი სიკეთისა – სინანულიდან იწყება რწმენა, სიკეთე, თავდადება ყოველი ადამიანის ცხოვრებაში და ხდება მისი სულიერი ფერისცვალება – ამის შესახებ ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მიტროპოლიტმა მრევლს მიმართა და აღნიშნა რომ სულიერი ფერისცვალება აუცილებელია ჩვენი ცხოვრებისთვის. მისვე თქმით, ბოროტება ადრე თუ გვიან ღვთის მიერ დაისჯება, ხოლო სიკეთეს აქვს მომავალი. ”ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ ამ ქვეყანაზე ცხოვრება არის წუთიერი ცხოვრება, მხოლოდ გაელვება. როგორც არის ნათქვამი სახარებაში: – შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა. სინანული არის დასაბამი ყოველი სიკეთისა – სინანულიდან იწყება რწმენა, სიკეთე, თავდადება ყოველი ადამიანის ცხოვრებაში და ხდება მისი სულიერი ფერისცვალება.
სულიერი ფერისცვალება აუცილებელია ჩვენი ცხოვრებისთვის. ზოგჯერ ადამიანს ცხოვრებაში ისეთი მომენტი უდგება, როცა ყოყმანებს, ხდება გაორება. ერთი ხმა ეძახის: ”ასე გააკეთე”, მეორე ხმა ეძახის: – ”არა, რა საჭიროა ეს”. თუკი ჩვენ ვიცით, რა არის სიკეთე, რა არის წყალობა, რა არის სიყვარული, რა არის რწმენა, აუცილებლად იმ არჩევანს გავაკეთებთ, რისკენაც სიკეთე გვეძახის”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები