ისნის რაიონის მცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდათ

 ისნის რაიონის რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდათ. როგორც “კვირას” ”ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, გაზმომარაგება 22 იანვარს, 14:00 საათზე ავარიულად შეუწყდა ისნის რაიონში, შავი ზღვის ქუჩის, გარე კახეთის ქუჩის, აწყურის ქუჩის, ძევერის ქუჩის, ცუცხვათის ქუჩის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების და კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები