“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკურ მდივნად თამარ კორძაია აირჩიეს

საქართველოს „რესპუბლიკურ პარტიას“ ახალი პოლიტიკური მდივანი ჰყავს. პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა პოლიტიკურ მდივნად თამარ კორძაია აირჩია. აქამდე ამ თანამდებობას დავით ბერძენიშვილი იკავებდა. აღმასრულებელ სამდივნოში ცვლილებებს ეროვნული კომიტეტის წევრებმა დღეს, 21 იანვარს, უყარეს კენჭი.
„რესპუბლიკური პარტიის“ წესდების მიხედვით, პოლიტიკური მდივანი თავმჯდომარის შემდეგ პარტიაში მეორე თანამდებობის პირია. ეროვნული კომიტეტი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის ხელმძღვანელობით, ხვალაც გააგრძელებს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები