ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ.138–კმ.158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
”გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს”, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები