როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში დღეს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი უმეტესად თოვლის სახით არის მოსალოდნელი. დედაქალაქშიც ცივი და უმეტესად თოვლიანი ამინდი იქნება.
21 იანვარს, აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 22 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +1, +6 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები