კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სპეციალური განცხადება

ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მიკრორაიონში, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.
წყალსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე დაშენებულია “ახალი ქსელების” საკომუნიკაციო ჭა, რომელშიც განთავსებულია სადენები, რის გამოც აღდგენითი სამუშაოები უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვით მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 18 იანვარს, ღამის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
ისნის რაიონში
ვაზისუბნის I მიკრორაიონს.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –http://www.gwp.ge
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები