გია ვოლსკი “გაზპრომის” ხელშეკრულებაზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას „დაუფიქრებელს“ უწოდებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას „გაზპრომთან“ დაკავშირებით „დაუფიქრებელს“ უწოდებს.
ის ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრებს პრეზიდენტის შეხსენება ამ საკითხზე არ სჭირდებათ.
„ჩვენ ყველა, ყოველ შემთხვევაში პარლამენტარები, ჩვენი გუნდი ვცდილობთ, პრეზიდენტის განცხადება არ წარმოვაჩინოთ ისე, რომ რაღაც ახალი დაპირისპირების წინაპირობა შევქმნათ, თუმცა პრეზიდენტი თავად ამას არ ფიქრობს. დაუფიქრებელი განცხადება არის გაკეთებული და სულ მცირე ეს არის არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი, მით უმეტეს, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„გაზპრომის“ ხელშეკრულების საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განცხადება გუშინ გააკეთა, მისი თქმით, ხელშეკრულების ხელმოწერით ენერგოსექტორში მდგომარეობა გაუარესდა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ”გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და ქვეყანამ მიიღო უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებამ შესაძლოა სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები