გერმანიის ბუნდესტაგში ქართულ-გერმანული წლის პრეზენტაცია მოეწყო

2017 წლის 17 იანვარს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლადო ჭანტურიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის წევრ დეპუტატებთან.
შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ინიციატივით გაიმართა და ქართულ-გერმანული წლის პროგრამის შესახებ გერმანელი დეპუტატებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად.
საქართველოს ელჩმა დეპუტატებს ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში ქართული მხარის მიერ შემუშავებული პროგრამა წარუდგინა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. გერმანელმა დეპუტატებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ქართულ-გერმანული წლის პროგრამის მიმართ და სურვილი გამოთქვეს, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, 2017 წელი ქართულ-გერმანულ წლად გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში გერმანული დასახლებების წარმოშობის 200 წლისთავი და გერმანია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი აღინიშნება. ქართულ-გერმანული წელი 2018 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობით დასრულდება, რომელზეც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები