„გაზპრომი“ არის ერთი ათასიდან და სხვა 999 ხელშეკრულებაზე ასეთი ინტერესი არასამთავრობოებს არ გამოუთქვამთ“

„ჩვენს ქვეყანას გაფორმებული აქვს ათასობით საერთაშორისო ხელშეკრულება და მათი ძირითადი ნაწილი კომერციული პირობების გამო არის გასაიდუმლოებული”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ამ ხელშეკრულებებიდან.
მინისტრის თქმით, არასამთავრობოებს სხვა ხელშეკრულებების მიმართ ინტერესი არ გამოუხატავთ.
ჯეჯელავამ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობაც დადებითად შეაფასა.
„ჩვენს ქვეყანას გაფორმებული აქვს ათასობით საერთაშორისო ხელშეკრულება და მათი ძირითადი ნაწილი კომერციული პირობების გამო არის გასაიდუმლოებული და „გაზპრომი“ არის ერთი ათასიდან და სხვა 999 ხელშეკრულებაზე ასეთი ინტერესი არასამთავრობოებს არ გამოუხატავთ, მეორე, რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს: მე ვფიქრობ რომ  სწორი ნაბიჯია სამთავრობო გუნდის მხრიდან იმ პირობების მიღება, რა პირობებითაც არის ეს ახალი ხელშეკრულება და ვფიქრობ, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ ძალიან კარგად იმუშავა, მაქსიმალური გააკეთა, რა თქმა უნდა, ვინც არ მონაწილეობს მოლაპარაკებაში, ყოველთვის შეუძლია ივარაუდოს, რომ უფრო მეტიც შეიძლებოდა. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საუკეთესო პირობა, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო ამ დროს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას „გაზპრომთან„ გაფორმებული დოკუმენტის შინაარსის გასაჯაროებას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები