თამარ კიკნაძეს “გაზპრომთან” შეთანხმებაზე გრიფის მოხსნის განცხადებაზე ხელი არ მოუწერია

ასოციაცია „ქალები საუნივერსიტეტო განათლების“ პრეზიდენტი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ “გაზპრომთან” ხელშეკრულებაზე გრიფის მოხსნის მოთხოვნით, მისი ხელმოწერაცაა, თუმცა დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.

როგორც კიკნაძე აცხადებს, მისთვის ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერის თხოვნით არავის მიუმართავს. მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მის გარდა არის კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია, რომელთაც ამ მოთხოვნისთვის ხელი არ მოუწერიათ, თუმცა დოკუმენტზე მათი ხელმოწერა ფიგურირებს.
“მე პოლიტიკურ პროცესებს ცოტა უფრო რთულად ვუყურებ. ამიტომ მეტი ანალიზი მჭირდება იმისათვის, რომ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. ასეთი სახის ხელშეკრულებებში ხშირად არის საიდუმლო ნაწილი და ჩვენ არ ვიცით იქ რა პირობებით და პერსპექტივით მოეწერა ხელი. ხშირად არასამთავრობოები ხმაურს ტეხენ, რაც არ წაადგება ქვეყნის კეთილდღეობას. უდიდესი უმრავლესობა, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე ჩანს, ფინანსდება ქვეყნის გარედან. მაგალითად, ამერიკის სინამდვილეში, ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, აქვთ უცხოური აგენტის სტატუსი. ძალიან კარგი იქნება თუ დებატები დაიწყება ამის შესახებ, თუ რა როლს და რა ფუნქციას ასრულებენ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები. მე მივესალმები ეროვნული ფონდის შექმნას, რომელიც დააფინანსებს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ ქართულ საქმეს გააკეთებენ და არა ის, რომ ვიღაცა ისარგებლებდა დამფინანსებლებით, რომ თავისი ინტერესები ყოფილიყო გატარებული. საქართველოში დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. დადგა დრო ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ. ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, დაწყებული “გაზმპრომიდან”, დამთავრებული განათლებით”, – აღნიშნავს თამარ კიკნაძე.
80 არასამთავრობო ორგანიზაცია “გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გრიფის მოხსნას ითხოვს. შესაბამისი განცხადება არასამთავრობოებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები