დავით ნარმანია: ჩემი ბრძანებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს

ჩემი ბრძანებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ნარმანიას თქმით, შესწავლილი შედეგები მას დაახლოებით ორ კვირაში ექნება და სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ჩვენ, თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება და როცა ბაღების თანამშრომლებს ჰქონდათ დაბალი ხელფასები, შეძლებისდაგვარად გავზარდეთ მათი შრომის ანაზღაურების მოცულობა. წელს, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობით ოპტიმიზაცია ტარდება, შესაბამისად ოპტიმიზაცია ერთნაირად უნდა შეეხოს როგორც სააგენტოს მენეჯმენტს, ასევე შესაბამისად სხვა დასაქმებულ ადამიანებს. ასე, რომ ამაზე თბილისის მერიამ გარკვეული პოლიტიკა უკვე გაატარა და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა. ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს. ასე, რომ მე დაახლოებით ორ კვირაში მექნება შესწავლილი შედეგები, რის შემდეგაც მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დედაქალაქის მერიას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სახელფასო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
შესაბამისი განცხადება დღეს ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები