NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი: მოსახლეობის 92% მიიჩნევს,რომ არჩევნებმა მშვიდად და მოწესრიგებულად ჩაიარა

მთავარი მესიჯი, რომელიც გამოიკვეთა კვლევაში არის ის, რომ მოსახლეობის უმეტესობა, 92% მიიჩნევს, რომ არჩევნებმა მშვიდად და მოწესრიგებულად ჩაიარა – ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გამოიკვეთა ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის უმეტესობამ მონაწილეობის საკითხი და ვის მისცემდა ხმას, არჩევნებამდე გადაწყვიტა.
„მთავარი მესიჯი, რომელიც გამოიკვეთა კვლევაში არის ის, რომ მოსახლეობის უმეტესობა, 92% მიიჩნევს, რომ არჩევნებმა მშვიდად და მოწესრიგებულად ჩაიარა. გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უმეტესობამ მონაწილეობის საკითხი და ვის მისცემდა ხმას, არჩევნებამდე გადაწყვიტა. ამომრჩეველს ეს მიაჩნდა თავის მოქალაქეობრივ მოვალეობად, რაც ძალიან საინტერესოა, რადგან სხვა ქვეყნებში არჩევნებზე მიდიან პარტიების და მათი იდეოლოგიის მხარდასაჭერად“,- განაცხადა ლორა ტორნტონმა.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±1.8%-ია.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები