ნუკრი ქანთარია: დავიჯერო ლაშა ტუღუში ვერ ხვდება რა პირობებში მიმდინარეობდა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები?

ლაშა ტუღუში სერიოზული ადამიანია და მისგან მიკვირს „გაზპრომის„ თემაზე ხმაურის ატეხა-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია თვლის, რომ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც რეალურად აზროვნებს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს თუ რა ფორმატში მიმდინარეობდა შარშან მოლაპარაკებები, იგი კონკრეტული ადამიანების განცხადებებზეც აკეთებს კომენტარს.
„დავიჯერო ლაშა ტუღუში ვერ ხვდება რა პირობებში მიმდინარეობდა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები? იგი სერიოზული ადამიანია და მისგან მიკვირს მსგავსი განცხადებები, რადგან შარშან რა სირთულეებს ჰქონდა ადგილი მოლაპარაკებების დროს მისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები