როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 18 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში +4, +9 გრადუსი იქნება. 19 იანვარს შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.
ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსი იქნება. 20 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი, ნალექიანი და ნისლიანი ამინდი. 22 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, იქროლებას დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები