თამარ კორძაია: კვლევები ტარდება იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები

“NDI”-ს კვლევამ აჩვენა, რომ გენდერულ საკითხებში სავალდებულო კვოტირება უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაია “NDI”კვლევებს ეხმაურება და თვლის, რომ კვლევები ზოგადად საზოგადოების განწყობას წარმოაჩენს, რაც ყველა ხელისუფლებისთვის მისაღები უნდა იყოს.
„ნებისმიერი კვლევა სასარგებლოა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გაიგოს ხალხის განწყობა, რას ფიქრობს მოსახლეობა ამა თუ იმ საკითხზე. უმრავლესობისთვის შეიძლება ეს კვლევა არაა სასიამოვნო, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ის საკითხები, რაც მოსახლეობისთვის პრობლემად რჩება. კვლევები ტარდება იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები, ასევე “NDI”კვლევამ აჩვენა, რომ გენდერულ საკითხებში სავალდებულო კვოტირება უნდა არსებობდეს,“-განაცხადა თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები