NDI: გამოკითხულთა 42 პროცენტი ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი წინა პარლამენტზე უკეთესად იმუშავებს

კვლევითი ორგანიზაცია NDI-ს მიერ გამოკითხულთა 42 პროცენტი ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი წინა პარლამენტზე უკეთესად იმუშავებს.
30 პროცენტის აზრით, ახალი პარლამენტის მუშაობა იგივე იქნება, ხოლო 8 პროცენტი ფიქრობს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი უარესად იმუშავებს, ვიდრე წინა.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±1.8%-ია.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები