შსს-მ ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წურწუმიას ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობა გახსნა.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დილის საათებში, ავლაბარში ტაქსის მძღოლი, რომელიც „მერსედესის“ მარკის ავტომობილით მოძრაობდა, დააყაჩაღეს და 50 ლარი გასტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები