სადახლოსა და წითელ ხიდზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

სადახლოსა და წითელ ხიდზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. როგორც „კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ”სადახლო-საავტომობილო“ და ,,წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი (230 აბი), მარიხუანა (2,86 გრამი) აღმოაჩინეს. მათი ცნობით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები