გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა

საქალაქო სასამართლოში გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ბორის ჩაგუნავას საქმე პროკურატურამ 28 დეკემბერს ცალკე ეპიზოდად გამოყო ხეჩუაშვილის საქმისგან, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული. ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება.
რაც შეეხება ბორის ჩაგუნავას, გამოძიება მას ასაფეთქებელი მოწყობილობისა და იარაღის უკანონოდ შენახვას ედავება. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მისმა ადვოკატმა მოსამართლეს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ჩვენი პოზიცია იყო ამ შემთხვევაში კატეგორიული, იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულ ბორის ჩაგუნავას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა არ შეცვლოდა, ვინაიდან არსებობდა და დღესაც არსებობს ის საფრთხეები, რომლებიც გამოძიების საწყის ეტაპზე იყო, როდესაც ჩვენ სასამართლოში მისი პირველი წარდგენისას ვიშუამდგომლეთ, ის არგუმენტები და ის რისკები დღესაც სახეზეა – ეს არის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე (იგულისხმება მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება). ეს გარემოებები სრულად გაიზიარა სასამართლომ და დაცვის მხარის შუამდგომლობა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა“, – აცხადებს ბრალდების მხარის წარმომადგენელი.
მოსამართლემ ბორის ჩაგუნავას ბრალდებაზე საქმის განხილვა 26 იანვარს ჩანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები