ბრალდებული ბექა შენგელია: მარიამის დედის გული მისი თანდასწრებით დავაგემოვნე

“მე მარიამის დედის გული მისი თანდასწრებით დავაგემოვნე”, – ამის შესახებ 76 წლის ქალის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და მისი სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებაში ბრალდებულმა, ბექა შენგელიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
შენგელიამ აღნიშნა, რომ იგი ირმა ყოჩიაშვილზე სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებდა.
“მე უშუალოდ ის ადამიანი ვარ, რომელმაც ირმა ყოჩიაშვილის – მე მას მარიამს ვეძახი – დედა ამ ორი ხელით მოვკალი. ირმა ყოჩიაშვილის დედა მე დავახრჩე. ის ჰაერის უკმარისობით მოკვდა. ის იყო ლენინისტურ-კომუნისტური პიროვნება…. 13 000 დოლარს აღემატება ეს თანხა. მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა. მარიამის დედობილის გული მის თვალწინ დავაგემოვნე და ის ამას აღტაცებული სახით უყურებდა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიკური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას”, – განაცხადა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმეზე დაკავებულების წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ირმა ყოჩიაშვილმა დედის მკვლელობა აღიარა, მისი მეგობარი ბექა შენგელია კი აცხადებს, რომ ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებს. მისი თქმით, მკვლელობა რიტუალური ხასიათის არ ყოფილა.
ჯამში, აღნიშნულ საქმეზე სულ 5 ადამიანია დაკავებული. საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც ბრალად  დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა ედება, თუმცა იმის გამო, რომ იგი არასრულწლოვანია, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. ასევე, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს იმ ორი დაკავებულის საქმის განხილვა, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. მათი სასამართლო პროცესიც დღეს არის ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები