ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – ცხედარი დამ აღმოაჩინა

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 31 წლის ბექა ბექურიძის ცხედარი საცხოვრებელ სახლში დამ აღმოაჩინა და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. როდის გადმოასვენებენ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში, ამ ეტაპზე უცნობია.
ბექა ბექურიძე წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ალვანიდან იყო. სოფელ ზემო ალვანის რწმუნებულის, ზურაბ ყიზილაშვილის ინფორმაციით, და-ძმა ესპანეთში სამუშაოდ იყო წასული. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები