გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა

გონიოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი პოლიციელი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, რომელშიც პოლიციის თანამშრომლები ისხდნენ. დაშავებულია „ოპელის“ ავტომობილის მძღოლიც. დაშავებულები ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები