ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული ბექა შენგელია: ეს განსაკუთრებული სისასტიკე არაა, გვამის დანაწევრება მოხდა მისი გადაადგილების მიზნით

ეს განსაკუთრებული სისასტიკეა არაა. გვამის დანაწევრება მოხდა მისი გადაადგილების მიზნით და არა რიტუალური მოტივებისთვის, რასაც მაბრალებენ, – ამის შესახებ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისატიკით მკვლელობასა და მისი სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებაში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
შენგელია წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.
“თავს ნაწილობრივ უდანაშაულოს ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ეს განსაკუთრებული სისასტიკე არაა. კი, სასტიკი ქმედებაა, როდესაც ადამიანს გაგუდავ, მაგრამ არა განსაკუთრებული”, – აღნიშნა ბრალდებულმა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ირმა ყოჩიაშვილს, რომელიც მოკლული ქალის შვილია, ის თავს წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სრულად ცნობს.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ 70 წლის ქალის მკვლელობა 5 ნოემბერს გახსნა. მაშინ სამართალდამცავებმა 5 პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთი – 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე – გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი – მათი მეგობარი.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ დანა ჩაარტყა, მოკლა და დაანაწევრა, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები