ყირგიზეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთში თურქეთის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოხატავს.
პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ყირგიზეთში თურქეთის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.
ყირგიზეთში Boeing 747-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ავიაკატასტროფა ბიშკეკის მახლობლად მოხდა. ავიალაინერი სააგარაკო დასახლებას დაეცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები