„უკრაინსკა რევოლუცია“ – სააკაშვილი იარაღით ვაჭრობაში და ჟურნალისტების მოსყიდვაში ამხილეს (ვიდეო)

გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური ამბიციების დაფინანსება იარაღით ვაჭრობისგან შესული თანხებით დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია სააკშვილის შეხვედრაზე ოლიგარქ კობა ნაყოფიასთან, რომელიც რესტორან „სან-პაულუში“ გაიმართა. ამ შეხვედრაზე სააკაშვილი და ნაყოფია გამყიდველი ჟურნალისტების დაფინანსების თემას განიხილავენ იმ თანხებით, რომელსაც სააკაშვილის ალალი ბიძა თემურ ალასანია ფულის „გათეთრებით“ შოულობს. ალასანია „კგბ“-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცერია. „უკრაინსკა რევოლუციამ“ გაარკვია, მართლა მოისყიდა თუ არა სააკაშვილმა ჟურნალისტები.
მიხეილ სააკაშვილის კარიერა, რომელიც კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, თავისი კარიერის განმავლობაში არაერთ სკანდალში გაეხვა. ის რამდენჯერმე გარიცხეს ინსტიტუტიდან პორნოგრაფიის გადაღებისთვის, რამდენჯერმე კი აკრძალული პრეპარატების მოხმარებაში დაადანაშაულეს, ხოლო მისი სასიყვარულო ისტორიების დონ ჟუანსაც კი შეშურდებოდა. თუმცა ამჟამად სკანდალი შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული აღმოჩნდეს – იარაღით ვაჭრობით პოლიტიკის დაფინანსება ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში პოლიტიკოსის კარიერას შეიძლება ხაზი გადაუსვას. ექსპერტებმა „უკრაინსკა რევოლუციას“ რედაქციას აცნობეს, რომ სააკაშვილის ინტრიგანული გამოცდილების გათვალისწინებით, ის და მისი პოლიტიკური ძალა შეიძლება ძალიან შორს წავიდნენ – ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა „რევოლუცია“ და „გადატრიალება“ ის სულ უფრო ხშირად იყენებს.
გამოცემა «ОРД»-ის მასალებში წერია, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” კონფლიქტი მიმდინარეობს, რომლის მიზეზიც ამ ორგანიზაციის ბევრი წევრის და პარლამენტის დეპუტატის მიერ პარტიის დამფუძნებლის და ლიდერის სტრატეგიის მიუღებლობა გახდა. მას შემდგ, რაც სააკაშვილმა მეოთხედ ზედიზედ წააგო არჩევნები საქართველოში, მან გადაწყვიტა პარტიის ინფრასტრუქტურის გამოყენება უკრაინაში პოლიტიკური ბრძოლისთვის, მაგრამ მის ამ იდეას ყველა თანაპარტიელი არ დაეთანხმა. შედეგად პარლამენტის 27-დან 21-მა წევრმა სააკაშვილის პარტია სკანდალით დატოვა. ყოფილი თანაპარტიელების წინააღმდეგ კომპრომატების შესაგროვებლად სააკაშვილმა ჟურნალისტების მოსყიდვა დაიწყო. ჩვენმა რედაქციამ უკვე გამოაქვეყნა დეტალური სტატია იმაზე, თუ როგორ მოიხსენიებენ სააკაშვილს ყოფილი თანაპარტიელები – „უცხო თავისიანებს და უცხო უცხოებს შორის“.
„უკრაინსკა რევოლუციას“ ინფორმაციით, ინტრიგების სქემა მარტივია – თემურ ალასანია ყიდის იარაღს, ამ ბიზნესიდან შესული თანხები კი სააკაშვილთან და მის „ბუღალტერთან კობა ნაყოფიასთან მიდის. შემდეგ ხდება ჟურნალისტების მოსყიდვა – თვეში მათ დაახლოებით 4 ათას დოლარს უხდიან. რა უნდა დაიწეროს და ვის წინააღმდეგ ამას სააკაშვილი და დათა ახალაია წყვეტენ, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში წამების ფაქტებით არის ცნობილი. რედაქციამ ამ ჟურნალისტის ვინაობაც დაადგინა ეს ელისო კილაძეა, ანონიმურმა წყარომ კიევში მისი ვიზიტების ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა – 31 დეკემბერს ის თბილისიდან კიევში ჩაფრინდა, რეისით 516. კადრებზე ჩანს ელისო კილაძე ბორისპოლის აეროპორტში. მეორე დღეს ის უკვე კიევიდან თბილისში რეისით 517 გამოფრინდა. კიევში კილაძეს სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი შეხვდა და ის თავის უფროსთან მიაცილა. სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ კილაძემ მთელი რიგი სტატია გამოაქვეყნა სააკაშვილის ყოფილი თანაპარტიელების წინააღმდეგ და ისინი „სასიკვდილო ცოდვებში“ დაადანაშაულა.
„უკრაინსკა რევოლუცია“ განაგრძობს იმ ჟურნალისტთან ვინაობის დადგენას, თუ ვის აფინანსებს კიდევ მიხეილ სააკაშვილი, მომდევნო მასალებში ჩვენ სააკაშვილის მიერ მოსყიდული გამოცემების სახელებს და იმას დავადგენთ, თუ სად ჰყიდიან სააკაშვილი და მისი მომხრეები იარაღს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები